ჩინეთის ისტორიული მისია მთვარეზე – პირველად, ჩინური კოსმოსური აპარატი “Chang’e-4” მთვარის შორეულ და დღემდე შეუსწავლელ მხარეზე წარმატებით დაეშვა და პირველი ფოტოებიც გადაიღო.

მთვარის ამ ნაწილს მეცნიერები ხშირად ბნელ მხარესაც უწოდებენ, რადგან ის დედამიწიდან არასდროს ჩანს.

ავტომატური ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე სიჩუანის პროვინციიდან 7 დეკემბერს გაუშვეს. აპარატი მთვარეზე ექსპერიმენტებსაც ჩაატარებს.

პალიტრავიდეო